Xazi ხაზი

ქართული ავტო-სუბტიტრები

ქართული მეტყველება: ზუსტი სუბტიტრები წამებში

Xazi ვიდეოში ქართულ მეტყველებას ცნობს, ყოველ სიტყვას ზუსტ დროს უსვამს და სუბტიტრებს პირდაპირ ვიდეოში ჩაგიწერთ. ქართული შრიფტებით, თქვენი სტილით.

App StoreმალეGoogle Playმალე

iPhone-ისა და Android-ის აპი მალე გამოვა. ვიდეო-რედაქტორებისთვის იხილეთ პროდუქტები.

Xazi-ს რედაქტორი: ვიდეო ქართული სუბტიტრით და სიტყვების ზოლი ქვემოთ სუბტიტრის სტილის შაბლონები Xazi-ში

რას აკეთებს Xazi

სიტყვა-სიტყვა დროზე მიბმული

ტექსტი მეტყველებას სიტყვის სიზუსტით ემთხვევა. დროის ზოლზე სიტყვას გადაწევთ, გაყოფთ ან აერთიანებთ, ხოლო ის სიტყვები, რომლებშიც ამომცნობი დარწმუნებული არ იყო, ცალკე ფერით ჩანს.

სუბტიტრები ვიდეოში

მზა სუბტიტრები ვიდეოში ჩაიწერება და გალერეაში ინახება. ხარისხს, კადრების სიხშირეს და სიჩქარეს თავად ირჩევთ. ან გადმოწერეთ .srt და .txt ფაილი.

ქართული შრიფტები

შრიფტების ბიბლიოთეკა ქართული ასოებისთვის, მთავრულის ჩათვლით. საკუთარ შრიფტსაც დაამატებთ და აპი გაჩვენებთ, თუ ტექსტის რომელიმე ასო აკლია.

სტილები და ანიმაციები

მზა შაბლონები, ფერები, ანიმაციები და ცალკეული სიტყვის გამოკვეთა. თქვენს სტილს შაბლონად შეინახავთ და ახალ ვიდეოზე გამოიყენებთ.

სწორი ფორმატი

Facebook-ის, Instagram-ის, Shorts-ისა და TikTok-ის ჩარჩოებით ხედავთ, სად მოხვდება სუბტიტრი ვიდეოზე.

რიცხვები ციფრებით

ქართულ რიცხვებს სუბტიტრში ციფრებით წერს: 35000, 1990 წელს, 15%-ით, მე-16, XIX საუკუნე.

სუბტიტრებს ხელოვნური ინტელექტი ქმნის და შეიძლება შეცდომა ჰქონდეს. გამოქვეყნებამდე გადახედეთ ტექსტს: რედაქტორში ყველა სიტყვის შესწორება შეგიძლიათ.

პროდუქტები

Xazi აპი: iPhone და Android

ამოჭერით ვიდეო, მიიღეთ სუბტიტრები, შეცვალეთ სტილი და შეინახეთ გალერეაში. ანგარიში არ სჭირდება.

App StoreმალეGoogle Playმალე

DaVinci Resolve Studio

დანამატი პირდაპირ Resolve-ის ფანჯარაში (Workflow Integration): აირჩევთ ტაიმლაინის ნაწილს, ასწორებთ სუბტიტრებს და მზა ფენა ტაიმლაინზე თავად დაჯდება.

მალე

Adobe Premiere Pro

პანელი Premiere Pro-ში (Window → Extensions). სუბტიტრები გამჭვირვალე ვიდეო-ფენად ჩაჯდება თქვენი სექვენსის ზემოთ.

მალე

Xazi Desktop

უფასო DaVinci Resolve-ისთვის და ნებისმიერი სხვა რედაქტორისთვის (CapCut, Vegas...). გახსენით ვიდეო ან Resolve-იდან გამოტანილი ტაიმლაინი (.otio), დაასრულეთ სუბტიტრები და მზა ფენა ზედა ტრეკზე გადაიტანეთ.

მალე

კომპიუტერზე მეტყველების ამოსაცნობად მხოლოდ ხმა იგზავნება, სუბტიტრების ფენა კი თქვენს კომპიუტერზე იხატება. გეგმები და ლიმიტები იგივეა, რაც აპში.

ფასი

უფასო

0 ₾

  • ვიდეო 1 წუთამდე
  • 3 ვიდეო კალენდარულ თვეში
  • ექსპორტი 1080p-მდე
  • წყლის ნიშნის გარეშე
  • სტილები, ანიმაციები, .srt და .txt

Pro

≈ 15 ₾ / თვე

ან წელიწადში ≈ 144 ₾ (≈ 12 ₾ თვეში, 20% ფასდაკლება)

  • ვიდეო 10 წუთამდე
  • 120 წუთი თვეში, ვიდეოების რაოდენობის ლიმიტის გარეშე
  • ექსპორტი 2K და 4K ხარისხით
  • წყლის ნიშნის გარეშე

ლარის თანხა მიახლოებითია (≈). გადახდა მაღაზიაში USD-ით ხდება, ამიტომ რეალური ფასი მაღაზიის გადახდის ფანჯარაში USD-შია და ლარის ეკვივალენტი კურსთან ერთად იცვლება. უფასო ლიმიტი ახლდება თვის 1 რიცხვზე. Pro იყიდება App Store-ში ან Google Play-ში და ავტომატურად ახლდება, სანამ არ გააუქმებთ. გაუქმება და თანხის დაბრუნება.

კითხვები გაქვთ?

ხშირი კითხვები და ჩვენი ფოსტა ერთ გვერდზე.

დახმარება