Xazi ხაზი

დახმარება

რამე ვერ მოხერხდა ან კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ და გიპასუხებთ.

support@xazi.ge

ხშირი კითხვები

საჭიროა თუ არა ანგარიში?

არა. Xazi-ს ანგარიში არ სჭირდება. თქვენი პროექტები, სუბტიტრები და პარამეტრები ინახება მხოლოდ თქვენს ტელეფონზე.

რა იგზავნება სერვერზე და რამდენ ხანს ინახება?

სუბტიტრების შექმნისას ან ექსპორტისას არჩეული ვიდეო იტვირთება ჩვენს სერვერზე. ატვირთული ვიდეო ბოლო გამოყენებიდან 30 დღე ინახება, მზა ვიდეო 24 საათში იშლება. მეტყველებას ამოიცნობს ElevenLabs (Scribe), რომელსაც მხოლოდ ხმა ეგზავნება, გამოსახულების გარეშე. დეტალები: კონფიდენციალურობა.

რა ლიმიტებია უფასო და Pro გეგმაში?

უფასოდ: ვიდეო 1 წუთამდე, 3 ვიდეო კალენდარულ თვეში, ექსპორტი 1080p-მდე. Pro-ში: ვიდეო 10 წუთამდე, 120 წუთი თვეში და 2K/4K ექსპორტი. წყლის ნიშანი არცერთში არ არის. ლიმიტი ახლდება თვის 1 რიცხვზე.

სუბტიტრში შეცდომაა. რა ვქნა?

სუბტიტრებს ხელოვნური ინტელექტი ქმნის და შეიძლება შეცდომა ჰქონდეს სიტყვებში, სახელებში ან დროში. რედაქტორში ნებისმიერ სიტყვას შეასწორებთ, ხოლო «ხელახლა» ღილაკით მეტყველების ამოცნობას ერთ მონაკვეთზე კიდევ ერთხელ გაუშვებთ. გამოქვეყნებამდე გადაამოწმეთ.

შეიძლება თუ არა მხოლოდ ტექსტის ან .srt ფაილის მიღება?

კი. ექსპორტის ეკრანიდან .srt და .txt ფაილებს გაზიარების მენიუთი გაგზავნით.

როგორ გავაუქმო Pro?

Pro იყიდება App Store-ში ან Google Play-ში და გაუქმებაც იქვე შეგიძლიათ, მაღაზიის გამოწერის პარამეტრებიდან. Pro მუშაობს გადახდილი პერიოდის ბოლომდე; აპის წაშლა გამოწერას არ აუქმებს. თანხის დაბრუნებაზე მაღაზიის წესები მოქმედებს: იხილეთ ინსტრუქცია.

როგორ წავშალო ჩემი მონაცემები სერვერიდან?

პროექტს აპიდან წაშლით, ტელეფონიდან ის მაშინვე ქრება, სერვერზე დარჩენილი ასლი კი 30 დღეში იშლება. თუ გინდათ უფრო ადრე, ან საკუთარი შრიფტის წაშლა გსურთ, მოგვწერეთ.

მაქვს უფასო DaVinci Resolve. როგორ გამოვიყენო Xazi?

უფასო Resolve-ს Workflow Integration დანამატები არ აქვს. ამისთვის არსებობს Xazi Desktop: გახსენით ვიდეო ან Resolve-იდან გამოტანილი ტაიმლაინი (.otio) და მზა სუბტიტრების ფენა ზედა ვიდეო-ტრეკზე გადაიტანეთ. Studio ვერსიისთვის და Premiere Pro-სთვის დანამატებია.