Xazi ხაზი

კონფიდენციალურობა

განახლებულია: 7 ნოემბერი, 2026

1მოკლედ

Xazi-ს ანგარიში არ სჭირდება. თქვენი პროექტები, სუბტიტრები და პარამეტრები ინახება მხოლოდ თქვენს ტელეფონზე. სერვერზე ვიდეო მხოლოდ დასამუშავებლად იგზავნება და 30 დღეში იშლება.

2რა იგზავნება სერვერზე

როცა სუბტიტრებს ქმნით ან ექსპორტს აკეთებთ, არჩეული ვიდეო იტვირთება ჩვენს სერვერზე. სერვერი ვიდეოდან იღებს ხმას სიტყვების ამოსაცნობად, ექსპორტისას კი ვიდეოში წერს სუბტიტრებს თქვენი სტილით. თუ საკუთარ შრიფტს დაამატებთ, ის სერვერზეც ინახება, რომ ექსპორტში გამოჩნდეს.

3ElevenLabs

მეტყველებას ამოიცნობს ElevenLabs (Scribe). მას ეგზავნება მხოლოდ ვიდეოს ხმა, გამოსახულების გარეშე. ElevenLabs ამ ხმას ამუშავებს საკუთარი პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით: elevenlabs.io/privacy-policy

4რამდენ ხანს ვინახავთ

ატვირთული ვიდეო სერვერზე ინახება ბოლო გამოყენებიდან 30 დღე, რომ ძველი პროექტის ექსპორტი ხელახლა ატვირთვის გარეშე შეძლოთ, შემდეგ ავტომატურად იშლება. მზა ვიდეო სერვერიდან 24 საათში იშლება. საკუთარი შრიფტები სერვერზე რჩება, სანამ წაშლას არ მოითხოვთ ფოსტით.

5გადახდა

Pro-ს გამოწერას ამუშავებს App Store ან Google Play. ბარათის მონაცემებს ჩვენ ვერ ვხედავთ და არ ვინახავთ.

6რას არ ვაკეთებთ

თქვენს მონაცემებს არ ვყიდით და არავის ვუზიარებთ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებისა. აპში არ არის რეკლამა და თვალთვალი. თქვენს ვიდეოებს არ ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად.

7ნებართვები

ფოტოებზე და ვიდეოებზე წვდომა საჭიროა, რომ აირჩიოთ ვიდეო და მზა ვიდეო შეინახოთ გალერეაში. სხვა ფაილებს აპი არ ხედავს.

8ბავშვები

Xazi არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ბავშვებისთვის და მათგან შეგნებულად მონაცემებს არ ვაგროვებთ.

9თქვენი უფლებები

პროექტებს წაშლით აპიდან, ტელეფონიდან ისინი მაშინვე ქრება. სერვერზე დარჩენილი ასლები 30 დღეში იშლება. თუ გინდათ, რომ რამე უფრო ადრე წავშალოთ, მოგვწერეთ: support@xazi.ge

10ცვლილებები

პოლიტიკის ცვლილებები ამ გვერდზე გამოქვეყნდება. არსებით ცვლილებას აპში შეგატყობინებთ.

11კონტაქტი

კითხვები გაქვთ? მოგვწერეთ: support@xazi.ge